13:46 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-08 14:41:17, 770 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აზარაშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰადას ესტერ მეიცადს შეხვდა. 

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

უწყების ცნობით, ისაუბრეს რეფერალური მომსახურების პროგრამის ფარგლებში საქართველოდან ისრაელში წასული პაციენტების მკურნალობაზე, გადაუდებელი მდგომარეობის დროს ეფექტიანი დახმარების სისტემის დანერგვასა და საქართველოში მაღალტექნოლოგიური ჩარევების დანერგვისთვის ადამიანური რესურსების გადამზადების შესაძლებლობებზე. 

შეხვედრაზე  მხარეები შეთანხმდნენ, რომ ისრაელი აქტიურად დაეხმარება საქართველოს, ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის მოწყობასა და მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებაში. 
განიხილეს ისრაელის სახელმწიფოში, შრომის ბაზრის სხვადასხვა სექტორში, საქართველოს მოქალაქეთა დროებითი  დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის საკითხიც. 
ისრაელის ახლად დანიშნულმა ელჩმა  ჯანდაცვის  სამინისტროში მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics