13:46 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-08 09:59:56, 969 ნახვა

პოლიტიკა
კელი „ხალხის ძალის“ განცხადებაზე - დადგება ვინმე მთავრობიდან აშშ-ს მხარდასაჭერად და უარყოფს ამ სიცრუეს?

ტოქსიკური სიცრუე, რომელიც შექმნილია ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობის დასაზიანებლად, - ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი მოძრაობა "ხალხის ძალის" განცხადებას. 

კელი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს, რომ "ხალხის ძალის" განცხადებები მიზნად აშშ-ს ელჩის დისკრედიტაციასაც ისახავს.

"ტოქსიკური სიცრუე, რომელიც შექმნილია ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობის დასაზიანებლად და აშშ-ს ელჩის დისკრედიტაციისთვის. დადგება ვინმე მთავრობიდან თავისი სტრატეგიული პარტნიორის მხარდასაჭერად და უარყოფს ამ სიცრუეს?" - წერს იან კელი.

ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ“ გუშინ, 7 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომლითაც აშშ-ს საელჩო ხმების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებასა და არჩევნების ხელოვნური დელეგიტიმაციის მისაღწევად, "მედიის ფეიკ-კამპანიის" დაფინანსებაშიც დაადანაშაულა. 

"ოცნებიდან" ცოტა ხნის წინ წასულებმა, გუშინ განაცხადეს, რომ "ქართულ ოცნებას"  არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს და ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics