13:45 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-07 17:57:23, 1084 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარების შესწორებაში აღნიშნულია სინანული გვარამიას განაჩენის, კეზერაშვილისა და ტელეკომპანია „ტვ პირველის“ დამფუძნებლების დევნის გამო

ევროპარლამენტის რეზოლუციაში რამდენიმე ევროპარლამენტარმა მედიასთან დაკავშირებით შესწორებები მოამზადა.

ევროპარლამენტარების მარიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილჩიკის, მიხაელ გალერის, დევიდ ლეგას, რასა იუნკევიჩიენეს მიერ ინიცირებული შესწორების თანახმად 2022 წელს საქართველო მსოფლიოში პრესის თავისუფლების ინდექსის რეიტინგში 60-დან 89-ე ადგილზე დაეცა, არსებული 180-დან და ეს საგანგაშო მაჩვენებელია.

მირიამ ლექსმანი, ვლადიმირ ბილჩიკი, მიხაელ გალერი, რასა იუნკევიჩიენე, ანდრიუს კუბილიუსის შესწორებაში აღნიშნულია, რომ გვარამიას საქმე ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

ევროპარლამენტარები, ანა ფოტიგა, იაცეკ სარიუშ-ვოლსკი, ასიტა კანკო მოუწოდებენ ყველა დაინტერესებულ მხარეს, დაიცვან პლურალისტური და მრავალფეროვანი მედიალანდშაფტი საქართველოში.

შესწორებაში, რომლის ავტორები არიან ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენე აღნიშნული სინანული გვარამიას განაჩენის, კეზერაშვილისა და ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებლების დევნის გამო“.

„სინანულს გამოთქვამს კრიტიკული მედიის „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკას გვარამიას განაჩენის გამო, სხვა კრიტიკული მედიასაშუალებების დამფუძნებლებისა და დირექტორების, კერძოდ, დავით კეზერაშვილისა და ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებლებისა და დირექტორების დევნის, ასევე კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილის პრაქტიკის გამო, როგორც დამოუკიდებელ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლა; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics