|
2022-11-03 13:32:30, 1090 ნახვა
საზოგადოება
მუხიანის აგარაკებზე, გრემის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება
გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. თბილისის მერიის ცნობით, ამჯერად, მუხიანის აგარაკებზე ორი ქუჩის მოწესრიგება მიმდინარეობს. მათ შორის მუხიანი 2-ში, გრემის ქუჩის კაპიტალური მოწყობა სრულდება. სამუშაოების შედეგად, 1 505 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი მოეწყო, რისთვისაც 301 460 ლარი დაიხარჯა. მერიის ინფორმაციით, დაახლოებით, 996 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, ასფალტის საფარის დაგება კი, 9 600 კვ.მეტრ ფართობზე მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 800 000 ლარი დაიხარჯება. ამ დრომდე, გრემის ქუჩაზე წყალარინების ქსელი და გზის საფარი არ არსებობდა. მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)