17:05 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 21:03:18, 938 ნახვა

პოლიტიკა
RSF - ვგმობთ, რომ ნიკა გვარამიას საჩივარი უარყოფილია

ვგმობთ, რომ ნიკა გვარამიას საჩივარი უარყოფილია. - ამის შესახებ ინფორმაციას, "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ავრცელებს.

მათივე თქმით, გვარამიას პატიმრობაში დატოვება შემაშფოთებელია.

"ოპოზიციური ტელეარხის, "მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ სააპელაციო საჩივარი მას შემდეგ შეიტანა, რაც მაისში, „თანამდებობის  ბოროტად გამოყენებისთვის“, რუსთავი 2-ის დირექტორობის პერიოდში, 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
RSF გმობს, რომ მისი საჩივარი უარყოფილია".- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics