02:42 - 28 Jun, 2026
|
2022-11-02 17:38:56, 1056 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთი რუსეთის საზღვარზე ღობის მშენებლობას იწყებს
პოლონეთი რუსეთის კალინინგრადის საზღვარზე ღობეს ააშენებს. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. მედიის ცნობით, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დროებითი 2,5 მეტრის (8 ფუტი) სიმაღლისა და 3 მეტრის სიღრმის ბარიერის მშენებლობა დაუყოვნებლივ დაიწყება. ბლაშჩაკმა შეშფოთება გამოთქვა, რომ ანკლავი არალეგალური მიგრაციის გამტარი შეიძლება გახდეს და მისი თქმით, სწორედ ამიტომ, კალინინგრადის მავთულის ბარიერი პოლონეთის მიერ ბელარუსის საზღვართან გაკეთებული ბარიერის მსგავსი იქნება. ცნობისთვის, პოლონეთმა ბელარუსის საზღვარზე ბარიერი მიგრანტების გამო დაპირისპირების შემდეგ ააშენა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)