|
2022-11-02 08:55:52, 1636 ნახვა
ომი უკრაინაში
თურქეთი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს მას შემდეგ გააგრძელებს, რაც რუსეთი შეთანხმებიდან გამოვა
თურქეთის დროშის ქვეშ მყოფი გემები გააგრძელებენ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს რუსეთის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სტამბოლმა ამის შესახებ უკრაინასთან და რუსეთთანაც ისაუბრა. მისივე თქმით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, თავის მხრივ, პირობა დადო, რომ მიწოდებულ ინფორმაციას მის ხელმძღვანელობას გადასცემდა. “მიგვაჩნია, რომ ხელმოწერილი შეთანხმება ყველა მხარისთვის მომგებიანია და მისი დარღვევა თითოეული მხარისთვის პრობლემას წარმოადგენს. გვინდა გავაგრძელოთ მარცვლეულის ტრანსპორტირება და ამაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ჩვენ შევახსენეთ ჩვენს თანამოსაუბრეებს, რომ არ შეიძლება გასვლა (შეთანხმებიდან). მოძრაობა ამ მიმართულებით გრძელდება. ჩვენ ვაფასებთ არსებულ მონაცემებს, რომ შეთანხმება გაგრძელდება", - აღნიშნა აკარმა. შეგახსენებთ, რომ შაბათს, 29 ოქტომბერს, აფეთქებები გაისმა სევასტოპოლის ყურეში , დროებით ოკუპირებულ ყირიმში. რუსეთმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა. მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ შავი ზღვის ფლოტის გემებზე „შეტევების“ გამო, რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებას ტოვებს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შეჩერებას პროგნოზირებადი უწოდა და მსოფლიოს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)