03:57 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-31 13:20:38, 1350 ნახვა

მსოფლიო
უკრაინამ რუსების მიერ გაშვებული 50 რაკეტიდან 44 ჩამოაგდო

რუსმა ოკუპანტებმა დილით უკრაინის ქალაქებზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს. უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ოკუპანტებმა ტუ-95/ტუ-160 სტრატეგიული თვითმფრინავიდან 50-ზე მეტი Kh-101/Kh-555 საკრუიზო რაკეტა გაუშვეს. მათგან 44 უკრაინამ ჩამოაგდო.

აფეთქებების ხმა დედაქალაქ კიევში დილის 08:00 საათზე გაისმა. დედაქალაქის სამხედრო რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსი კულებას განცხადებით, კიევის რეგიონში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა.

როგორც კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შედეგად დედაქალაქის ნაწილი ენერგეტიკის გარეშე დარჩა. 

საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება უკრაინის მთელ ტერიტორიაზეა გამოცხადებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics