03:56 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-27 12:11:55, 821 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგარეო - დასავლეთის ქმედებები გაუმართლებელ რისკებს აჩენს - მათი კომერციული თანამგზავრები შესაძლოა, ჩვენი სამიზნე იქცეს

დასავლეთის კომერციული თანამგზავრები შესაძლოა, მოსკოვისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცეს,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, კონსტანტინ ვორონცოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა შეიძლება, მიზანში ამოიღოს კომერციული თანამგზავრები, თუ მათ უკრაინის დასახმარებლად გამოიყენებენ.

„კვაზი-სამოქალაქო ინფრასტრუქტურა შეიძლება, გახდეს საპასუხო დარტყმის ლეგიტიმური სამიზნე. დასავლეთის ქმედებები კოსმოსში მშვიდობიანი საქმიანობისთვის და ასევე დედამიწაზე მრავალი სოციალ-ეკონომიკური პროცესებისთვის, რომლებზეც დამოკიდებულია ადამიანების კეთილდღეობა, და პირველ ყოვლისა, განვითარებად ქვეყნებში, გაუმართლებელ რისკებს აჩენს“, -განაცხადა ვორონცოვმა.

მისივე თქმით, აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების მიერ „კოსმოსში განთავსებული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, მათ შორის კომერციულის, შეიარაღებულ კონფლიქტებში გამოყენება სახიფათო ტენდენციაა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics