20:24 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-26 15:35:12, 962 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიწვიეს

უკრაინა და კიდევ 5 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიწვიეს. 

როგორც გამოცემა Agerpres ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ნატო-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიწვეულები არიან უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, ფინეთი, შვედეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა. 

ღონისძიება 29 და 30 ნოემბერს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართება ოთხი სესია მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებასთან დაკავშირებით და ასევე განიხილავენ უკრაინის ომს , ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და პარტნიორებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თუ ალიანსი არ დაუჭერს მხარს უკრაინას, მაშინ პუტინი მოიგებს ომს და "ეს გახდის სამყაროს უფრო საშიშს და ბლოკს უფრო დაუცველს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics