22:13 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-26 11:19:48, 692 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურის წარმომადგენლები ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეხვდნენ

ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში - ,,არა ფემიციდს",    ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების  ბენეფიციარებს,       გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სალომე შენგელია,  მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორი ხატია ბაშარული და პროკურორი ლაშა გამყრელიძე შეხვდნენ.

შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა, ბენეფიციარებს მათი უფლებების  და  გენდერული თანასწორობის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე,   ისაუბრეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა საჭიროებების გათვალისწინებაზე პროკურორების ყოველდღიურ საქმიანობაში, მათთვის სპეციალური სერვისების მიწოდებაზე, სამართლებრივ დახმარებაზე, სამართალწარმოების პროცესში ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე.

პროკურატურის წარმომადგენლებმა მათ საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს, რომლებიც სპეციალურად კამპანიის ფარგლებში დამზადდა და ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის.

შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა ბენეფიციარების ისტორიებიც მოისმინეს და მათ მიერ დასმულ  კითხვებსაც უპასუხეს.

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა.

ფემიციდის წინააღმდეგ კამპანია  აშშ-ს საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება. ოჯახში ძალადობის და ფემიციდის დანაშაულების დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერა და მათი საჭიროებების გათვალისწინება კამპანიის  ფარგლებში აქტიურად გაგრძელდება.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics