21:39 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-25 21:41:14, 1060 ნახვა

პოლიტიკა
მურუსიძე - იკრიბება მოსამართლეთა კონფერენცია და ფარულად აძლევს ხმას კანდიდატს, მეტი ობიექტურობა წარმოუდგენელია

მეტი ობიექტურობა სადმე წარმოგიდგენიათ?! როდესაც იკრიბება მოსამართლეთა კონფერენცია და ისინი ფარული კენჭისყრით აძლევენ კანდიდატს ხმას. - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელმეორედ არჩეულმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არასამთავრობოები გამოდიოდნენ, რუსთავი 2-ის საქმის გამო ლანძღავდნენ, მაგრამ ეს განაჩენი სამართლიანი აღმოჩნდა და ბოდიშიც არავის მოუხდია.

"მეტი ობიექტურობა სადმე წარმოგიდგენიათ?! როდესაც იკრიბება მოსამართლეთა კონფერენცია და ისინი ფარული კენჭისყრით აძლევენ კანდიდატს ხმას. რასაც მე გეუბნებით, ის მოისმინეთ და უფრო წინ იქნება არასამთავრობოების საქმეს, სხვათა შორის, ჭორებზე რომ აგებენ რაღაც სიტუაციებს. გამოდიან არასამთავრობოები და გვლანძღავდნენ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, აღმოჩნდა მერე, რომ რუსთავი 2-ის საქმე იყო სწორი და კანონიერად გადაწყვეტილი. ვინმემ მოიხადა ბოდიში? ამიტომ ეს არის უპასუხისმგებლო, არასამთავრობო ორგანიზაციები, უზრდელები პირდაპირ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლე წევრად დიმიტრი გვირტიშვილი და ლევან მურუსიძე 23 ოქტომბერს აირჩია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics