05:13 - 28 Jun, 2026
|
2022-10-25 11:49:35, 1132 ნახვა
მსოფლიო
ოკუპირებულ მელიტოპოლში ZaTV-ის ოფისთან აფეთქება მოხდა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში ZaTV-ის ოფისთან მანქანა აფეთქდა. რუსული პროპაგანდისტული მედიის "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, დაშავებულია 5 ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები და კომპანიის თანამშრომლები. „ამჟამად არსებული ინფორმაციის თანახმად, აფეთქდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა“, - განაცხადა ოკუპირებული ზაპოროჟიეს ადმინისტრაციის მთავარი საბჭოს წევრმა, ვლადიმერ როგოვმა. მედიის ინფორმაციით, პროპაგანდისტული არხის შენობასთან ერთნახევარიდან ორ კილოგრამამდე ტროტილი აფეთქდა. აფეთქების ტალღამ შენობის ფასადი და ფანჯრები დააზიანა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)