21:39 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-24 12:03:12, 1243 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე - თუ საჭირო გახდა, ბატონი ბიძინას ინტერესებს, მთლიანად საზოგადოება დაიცავს

თუ საჭირო გახდა, ბატონი ბიძინას ინტერესებს, როგორც სახელმწიფო ინტერესებს, რა თქმა უნდა, მთლიანად საზოგადოება დაიცავს, - ამის შესახებ "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წასულმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. 

"ხალხის ძალის" წევრი გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირების საკითხსს და განაცხადა, რომ "როგორც 2012 წელს ყოფილი პრემიერი დადგა საზოგადოების გვერდში, ისე საზოგადოება დგას დღეს მის გვერდში". 

"როგორც 2012 წელს ბატონი ბიძინა დადგა საზოგადოების გვერდში, ისე საზოგადოება დგას დღეს მის გვერდში და თუ საჭირო გახდა, ბატონი ბიძინას ინტერესებს, როგორც სახელმწიფო ინტერესებს, რა თქმა უნდა, მთლიანად საზოგადოება დაიცავს",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ "იმედის" ეთერში. 

ცნობისთვის, უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. განკარგულება, რომელსაც ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა, გულისხმობს რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და საწარმოების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. გარდა ამისა, ალექსანდრე ივანიშვილი, მის ცოლთან ერთად. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics