09:10 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-22 10:10:58, 1045 ნახვა

მსოფლიო
ულტრა-მემარჯვენე ჯორჯია მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერი ხდება

იტალიის პრემიერ-მინისტრი ულტრა-მემარჯვენე ჯორჯია მელონი გახდება. ის იქნება პირველ ქალი პრემიერი მემარჯვენე მთავრობის სათავეში. 

ერთკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მელონის ოპონენტმა კოალიციამ წამოაყენა ერთიანი ფრონტი და მხარი დაუჭირა მელონის კანდიდატურას. 

ამის შემდეგ, იტალიის პრეზიდენტმა სთხოვა მელონს მთავრობის ჩამოყალიბება.

არჩევნების შედეგების მიხედვით, მემარჯვენე კოალიციამ ხმების 44% მიიღო, ოპონენტებმა კი - 26 პროცენტი.

მელონის თქმით, ვინც არ ეთანხმება მის პროევროპულ, პრო-ნატოს ორიენტაციას, „ვერ იქნება მთავრობის ნაწილი”.

იტალიის ახალი პრემიერი მის გუნდსს პარასკევს წარადგენს.

ახალი მთავრობის პრიორიტეტი იქნება საყოფაცხოვრებო ხარჯების კრიზისის დაძლევა, რომელიც გამწვავებულია ენერგორესურსების ზედმეტად მაღალი ფასებით და მზარდი საპროცენტო განაკვეთებით, რაც გავლენას ახდენს იტალიის მძიმე სახელმწიფო ვალზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics