22:51 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-21 18:23:26, 1107 ნახვა

პოლიტიკა
ერდოღანი - სომხეთმა უნდა გამოიყენოს მშვიდობის ისტორიული შესაძლებლობა

სომხეთმა უნდა გამოიყენოს მშვიდობის ისტორიული შესაძლებლობა. – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განუცხადა მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც მას აზერბაიჯანში ვიზიტისას ახლდნენ.

მისივე თქმით,თურქეთი შუშაში გენერალური საკონსულოს გახსნას გეგმავს.

ერდოღანმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო აეროპორტის მნიშვნელობაზე რომლის გახსნის ცერემონიას, გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად დაესწრო.

„ზანგილანს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მდებარეობა აქვს, აშენებული აეროპორტი კი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ მთლიანად რეგიონის განვითარებაში“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 20 ოქტომბერს აზერბაიჯანში ჩავიდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics