04:18 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-20 13:57:33, 1281 ნახვა

საზოგადოება
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე, მათ შორის მოწმე და დაზარალებულ ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაში საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გოჩა ფარულავა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, სამართლის უზენაესობის პროგრამის რეგიონული ჰაბის იურისტი ირინა ხახუტაიშვილი, გენერალური პროკურატურის, საერთო სასამართლოების და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ევროპის საბჭოს და სამართლის უზენაესობის პროგრამის (USAID) მხარდაჭერით გამართული შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არსებული გამოწვევები როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე რეგიონულ ჭრილში და სხვა.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია, მხარეებმა ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს და კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავების საჭიროებასა და მათი განხორციელების სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულების და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას.

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics