00:00 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-17 22:41:46, 1345 ნახვა

პოლიტიკა
ირანის საგარეო - EU-ს მიერ ირანელ პირებზე სანქციების დაწესება არაკონსტრუქციული ქმედებაა

ევროკავშირმა დღეს ირანელ პირებზე დამატებითი და ზედმეტი სანქციები დააწესა. - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა.

მისივე თქმით,EU-ს მიერ ირანელ პირებზე სანქციების დაწესება არაკონსტრუქციული ქმედებაა.

"ევროკავშირმა დღეს ირანელ პირებზე დამატებითი და ზედმეტი სანქციები დააწესა. ეს არის არაკონსტრუქციული ქმედება, არასწორი გათვლებით, რომელიც ფართო დეზინფორმაციაზეა დაფუძნებული. ბუნტი და ვანდალიზმი მსოფლიოს არცერთ ნაწილშია წახალისებული - გამონაკლისი არც ირანია". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ირანი მზად არის, რუსეთს მიაწოდოს მცირე რადიუსის რაკეტები ასევე აშშ-ის დაზვერვა ირწმუნება, რომ ირანი ამზადებს რუსეთისთვის Fateh-110 -ისა და Zofaghar-ის, მოკლე დისტანციის ბალისტიკური რაკეტების პირველ პარტიას, რომელსაც შეუძლია სამიზნეების დარტყმა 300 და 700 კილომეტრის მანძილზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics