00:01 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-17 22:25:14, 1292 ნახვა

პოლიტიკა
კინზინგერი - გვსურს, საქართველოს მთავრობამ ილაპარაკოს საფრთხეზე, რამდენად საშიშია რუსეთი საქართველოსთვის

გვსურს, საქართველოს მთავრობამ ილაპარაკოს საფრთხეზე, რამდენად საშიშია რუსეთი საქართველოსთვის. - ამის შესახებ კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა ფორმულას ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მომავალი არ არის ნათელი, დასავლეთის მომავალი კი ნათელია.

"მე მომისმენია საქართველოში, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ჩათრევა სურს ამერიკის შეერთებულ შტატებს ომში. ეს არ არის მართალი. მე კიდევ ვიმეორებ, ამერიკა არ სთხოვს საქართველოს, დაიწყოს ომი რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს მთავრობამ ხაზი გაუსვას, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს შორის პარტნიორობა და ილაპარაკოს საფრთხეზე, რამდენად საშიშია რუსეთი საქართველოსთვის. რუსეთის მომავალი არ არის ნათელი, დასავლეთის მომავალი კი ნათელია". - ნათქცამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს, მათ შორის დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics