09:27 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-16 14:01:29, 1612 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინელი ხალხი სიცოცხლის უფლებისთვის იბრძვის

რუსები ცდილობდნენ უკრაინის მიწების ხელში ჩაგდებას და დამონებას. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელი ხალხი სიცოცხლის უფლებისთვის იბრძვის.

"ისინი ცდილობდნენ უკრაინის მიწების ხელში ჩაგდებას და დამონებას. ისინი ცდილობდნენ უკრაინელი ხალხის დაპყრობას და განადგურებას. იყო სხვადასხვა პერიოდი, სხვადასხვა მუქარა. მაგრამ უკრაინა გადარჩა. მიზეზი მხოლოდ ერთია - ეს ჩვენი ხალხია, რომელიც სიცოცხლის უფლებისთვის იბრძვის". - ნათქვამია განცცადებაში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ზაპოროჟიე 9 ოქტომბერს დაბომბეს. როგორც ადგილობრივი მედია წერდა, სარაკეტო თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა 89 კი, დაშავდა. 

აღსანიშნავია, რომ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics