01:12 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-15 17:25:03, 1264 ნახვა

პოლიტიკა
„დროა“ - „ქართულმა ოცნებამ“ არ დაუჭირა მხარი რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას

„ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას,- აღნიშნულის შესახებ პარტია "დროა" განცხადებას ავრცელებს.

მათი ცნობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს კენჭი უყარა რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას, რომელსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ დაესწრნენ.

"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს კენჭი უყარა რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას. ხმის მიცემის პროცესს ესწრებოდა წევრი ქვეყნების 100 წარმომადგენელი, რომელთაგან მხოლოდ ერთმა შეიკავა თავი პოზიციის დაფიქსირებისგან, 99-მა კი ერთხმად გამოაცხადა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ისევე, როგრც პარტია „მოქალაქეების“ წევრი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი აღნიშნულ კენჭისყრას არ დაესწრნენ და, შესაბამისად, არ დაუჭირეს მხარი რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას."- აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ცობით, განცხადების გავრცელების შემდეგ, პარტიას დაუკავშირდა ლევან იოსელიანი, რომლის თქმითაც მან რეზოლუციას ხმა მისცა, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო, კენჭისყრის შედეგში არ აისახა ამიტომ საკუთარი ხმა შემდეგ დაამატა, ამასთან, მან მე-4 შესწორებას არ დაუჭირა მხარი.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის "ტერორისტულ რეჟიმად" გამოცხადებას მოითხოვდა. გადაწყვეტილებას ხმა 99-მა დეპუტატმა მისცა, ერთმა კი თავი შეიკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics