02:26 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-13 10:24:06, 903 ნახვა

პოლიტიკა
„ცალსახად არის უარის თქმის საფუძველი“ - რატი ბრეგაძე სააკაშვილის უკრაინის სასამართლოსთვის გადაცემაზე

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველოს უკრაინის სასამართლოსგან მიხეილ სააკაშვილის გადაცემის შესახებ ოფიციალური მოთხოვნა არ მიუღია.

„მსგავსი სახის ოფიციალური მოთხოვნა არ შემოსულა, ამიტომ ამ საკითხზე მსჯელობა ჩვენი მხრიდან შეიძლება გარკვეულწილად არარელევანტურიც იყოს. თუმცა, როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა შემოდის, იქვე არის საერთაშორისო შეთანხმებებით და საქართველოს კანონმდებლობითაც გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი, იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ ქვეყანაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის წარმოება."

რატი ბრეგაძის თქმით, მოთხოვნის მიღების შემთხვევაშიც კი, ქართულ მხარეს სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი აქვს.

„როგორც მოგეხსენებათ, სააკაშვილი არის მსჯავრდებული 2 საქმეზე და დანარჩენ 3 საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. შესაბამისად, თეორიულადაც თუ დავუშვებთ იმასაც, რომ ოფიციალური მოთხოვნა შემოვა, იმთავითვე არსებობს უარის თქმის გამოკვეთილი საფუძველი" - განაცხადა რატი ბრეგაძემ გადაცემა ,, იმედი live-ში მიხეილ სააკაშვილის უკრაინის სასამართლოსთვის მოწმის სახით დასაკითხად გადაცემის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics