09:11 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-12 17:45:09, 903 ნახვა

მსოფლიო
ლაიენი - ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა - კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული ჩვენი კავშირისკენ წინსვლა

ჩვენ ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლაიენის თქმით, ევროპაში "ცვლილებების ქარმა კიდევ ერთხელ დაუბერა".

"უკრაინა და მოლდოვა ახლა კავშირში გაწევრიანების კანდიდატები არიან. ჩვენ ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივაც. ცვლილებების ქარმა კვლავ დაუბერა ევროპაში ისევე, როგორც 1970-იან წლებში, როდესაც ესპანეთმა, პორტუგალიამ და საბერძნეთმა აირჩიეს დემოკრატია, ან როცა თავისუფლებისთვის მებრძოლებმა ბერლინის კედელი დაანგრიეს. რა თქმა უნდა, კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული მათი ეკონომიკებისა და ინსტიტუტების რეფორმირება და ჩვენი კავშირისკენ წინსვლა, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა მათი მხარდაჭერა ყველა შესაძლო გზით. ეს არის ევროპის მომენტი და ჩვენზეა დამოკიდებული, გამოვიყენოთ ეს მომენტი", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics