07:59 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-12 14:08:33, 1225 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინელებმა ხერსონის ოლქში კიდევ ხუთი დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში კიდევ ხუთი დასახლება გაათავისუფლეს. უკრაინული მედიის ცნობით, ბერისლავის რაიონში ნოვოვასილივკას, ნოვოჰრიჰორივკას, ნოვაია კამიანკას, ტრიფონივკასა და ჩერვონის გათავისუფლება მოხდა.

სამხრეთის სარდლობის ცნობით, სამხრეთ ბუზკას საოპერაციო ზონაში ვითარება დაძაბულია, თუმცა კონტროლს ექვემდებარება.

"ჩვენმა დანაყოფებმა მიაღწიეს წარმატებას ბერისლავის რაიონში ნოვოვასილივკას, ნოვოჰრიჰორივკას, ნოვაია კამიანკას, ტრიფონივკასა და ჩერვონის განთავისუფლებაში. სოციალური და კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეანიმაციისთვის სტაბილიზაციის ღონისძიებები მიმდინარეობს", - აცხადებს პრესსპიკერი, ვლადისლავ ნაზაროვი.

როგორც ნაზაროვი ამბობს, თავდაცვის ძალები აგრძელებენ მოწინააღმდეგის ძალებზე ცეცხლსასროლი იარაღით შეტევას და მათ საკონტროლო სისტემებს აღვევენ.

მისივე თქმით, მოწინააღმდეგე ფრონტის ხაზისა და ახლად გათავისუფლებული 17 დასახლებული პუნქტის გარშემო  საჰაერო დაზვერვას ინტენსიურად ახორციელებს. პარალელურად, უკრაინის პოზიციების დაბომბვა გრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics