07:12 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-12 12:23:39, 721 ნახვა

საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის შენობა შეემატა

კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის შენობა შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა და  საკრებულოს დეპუტატებმა  სოფელ ზემო რენეს ახლ  საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესის მიმდინარეობა დაათვალიერეს.

ორ სააღმზრდელო ჯგუფზე გახსნილი საბავშვო ბაღი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, რომელიც კოდისწყაროს ადმინისტრაციული ერთეულის რვა სოფლის აღსაზრდელებს მოემსახურება,  მათ შორის 4 გამყოფი ხაზისპირაა, ხოლო 3 მაღალმთიანი.

როგორც ვახტანგ მაისურძემ აღნიშნა „ადმინისტრაციულ ერთეულში 30 წელი საბავშო ბაღი არ ფუნქციონირებდა და ბავშვები მეზობელ სოფლებში დაყავდათ. დღეს  პატარებს კომფორტული სააღმზრდელო გარემო აქვთ და ეს ჩვენთვის  მნიშვნელოვანია, ვინაიდან მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს ბავშვზე ზრუნვა და მის განათლებაზე ორიენტირებული მომსახურების გაწევა“.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics