10:38 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-11 10:14:29, 1034 ნახვა

მსოფლიო
ვენესუელაში მეწყერს 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 56 კი დაკარგულად ითვლება

ვენესუელას ქალაქ ლას ტეხერიასში მეწყერს 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 56 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანია.

მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები, რომელშიც 1 000-მდე მაშველი მონაწილეობს.

პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ტრაგიკული შემთხვევის გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

„ჩვენ ვცდილობთ გადავარჩინოთ ის, ვისი გადარჩენაც შეგვიძლია და ვუსამძიმრებთ ყველას, ვინც საყვარელი ადამიანი დაკარგა“, - თქვა ვიცე-პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა.

კოკისპირული წვიმის გამო, მდინარე ელ პატო დედაქალაქ კარაკასიდან, სამხრეთ-დასავლეთით 50 კილომეტრში ნაპირებიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც, ნიაღვარმა ხეები, მანქანები და საცხოვრებელი სახლები წაიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics