|
2022-10-10 17:53:50, 1129 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის გეგმური რეაბილიტაცია დაიწყო
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის გეგმიური რეაბილიტაცია დაიწყო. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში სამი საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის საერთაშორო აეროპორტში მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. რეისების მატებასთან ერთად, ფრენების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ასაფრენი დასაფრენი ზოლის გეგმიური სარემონტო სამუშაოების განხორციელება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის ვასილ კუნჭულიას ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მოხდება საფუძვლის გამაგრების და ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე ასფალტის საფარის გადაგების სამუშაოები. ,,დავიწყეთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც წლიური გეგმის მიხედვით ხორციელდება და აეროპორტის გამართული ოპერირების შემადგენელი ნაწილია. პროექტის ფარგლებში მოხდება არსებული ასაფრენი-დასაფრენი ზოლის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივების მიზნით მოხდება კონსტრუქციის გამაგრება. ქუთაისის აეროპორტის განვითარება ჩვენი უმთავრესი ამოცანაა. ამიტომ გრძელვადიან გეგმაში, იმისთვის, რომ აეროპორტმა შეძლოს უფრო დიდი საჰაერო ხომალდების მიღება და ოპერირება უფრო მოქნილი გახდეს, საჭირო გახდება ახალი 3 კილომეტრიანი ასაფრენი-დასაფრები ზოლის მშენებლობა,-" განაცხადა ვასილ კუნჭულია. რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტია 8 მლნ ლარი, რომელსაც ქუთაისის აეროპორტის ოპერატორი კომპანია - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საკუთარი შემოსავლებიდან ფარავს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ბლექ სი ახორციელებს. ,,სამუშოები ხორციელდება 14 დღის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში. ნალექიანი დღის მიუხედავად, დღესაც ვმუშაობთ და ამ წუთებში ვახორციელებთ ასაფრენი-დასაფრენი ზოლის დაზიანებული ნაწილის დემონტაჟს. რეალურად არსებული ადეზე გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა და სამხედრო დანიშნულების იყო. მოგვიანებით, 2012 წელს მოხდა ქუთაისის აეროპორტის რეაბილიტაცია. თუმცა, რეისებისა და ტურიზმის ტრაფიკის ზრდასთან ერთად საჭირო გახადა მიმდინარე გეგმური სარემონტო სამუშაოების აუცილებლობა,-‘’განაცხადა ბლექ სი გრუპის გენერალურმა დირექტორმა ამირან მამუჭაძემ. რეაბილიტაციის პერიოდში, 2 კვირის განმავლობაში, ფრენები თბილისის აეროპორტიდან შესრულდება.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)