|
2022-10-07 10:55:17, 930 ნახვა
საზოგადოება
დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები გერმანული საპროთეზო კომპანიის ტრენინგს დაესწრნენ
საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები გერმანული საპროთეზო კომპანია „ოტტო ბოკის“ მიერ ორგანიზებულ ტრენინგს დაესწრნენ. სასწავლო კურსის მიზანს პროთეზირებული პაციენტების სიარულისა და ყოფითი მოქმედებების სრულყოფა წარმოადგენდა. საპროთეზო საწარმოთა სპეციალისტების ტრენინგი „სიარულის სკოლა“ „რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ეროვნულ ცენტრში“ 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მონაწილეებმა პოსტოპერაციული, პროთეზირებამდე და პროთეზირების შემდგომი თერაპიის საკითხები შეისწავლეს. კურსის დასრულების შემდეგ მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. სემინარში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, ლიეტუვას, ლატვიის, ესტონეთის, უკრაინისა და სომხეთის პროთეზისტ-ტექნიკოსებმა. სწავლებაში სპეციალისტებთან ერთად ჩართულები იყვნენ „რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ცენტრის“ სხვადასხვა სეგმენტის ბენეფიციარები. „რეაბილიტაცია ადაპტაციის ეროვნული ცენტრი“ წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს მართვაში მყოფ ორგანიზაციას და წლებია ემსახურება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ მოსამსახურეებს. 2021 წელს ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმების შექმნა/გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კერძო სამართლის იურიდიულ პირს „Ottobock SE & Co.KGaA“ და შპს „რეაბილიტაცია ადაპტაციის ეროვნულ ცენტრს“ შორის გაფორმდა სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
ტრამპმა გამოაქვეყნა ასდოლარიანი კუპიურის სურათი, რომელზეც მისი ხელმოწერაა გამოსახული
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)