|
2022-10-05 16:12:43, 1061 ნახვა
საზოგადოება
მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება
მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ხვალიდან ტრანსპორტის გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება. ავტომობილები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, ჭავჭავაძის გამზირიდან და კეკელიძის ქუჩიდან. ასევე, მელიქიშვილის გამზირიდან მარცხნივ მოხვევით, კოსტავას ქუჩის მიმართულებით. რუსთაველის გამზირიდან მომავალი ავტომობილები კოსტავას ქუჩის საშუალებით, გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, გმირთა მოედნის მიმართულებით, ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩებიდან კი მოძრაობა დასაშვები იქნება ნიკოლაძის ქუჩის გავლით, კოსტავას ქუჩის მიმართულებით. რეაბილიტაციის განმავლობაში, მძღოლები ვარაზისხევის ქუჩაზე ცალმხრივად იმოძრავებენ და გადაადგილებას შეძლებენ, როგორც ჭავჭავაძის გამზირის, ასევე, მელიქიშვილის გამზირისა და კეკელიძის ქუჩის მიმართულებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებებით: ვაკის რაიონიდან მოძრავი ავტობუსები: N307, N311, N351, N354, N387 და მიკროავტობუსი N512 თბილისის საკონცერტო დარბაზთან მარცხნივ მოხვევით, დაუკავშირდება კოსტავას ქუჩას, შემდეგ კი მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებისას, აღნიშნული ავტობუსები და მიკროავტობუსი გმირთა მოედნის პანდუსით გადაინაცვლებს ვარაზისხევის ქუჩაზე, შემდეგ ჭავჭავაძის გამზირზე და იმოძრავებს დადგენილი სქემით. რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N306, N308, N310, N314, N326, N331, N337, N342, N352, N358, N378, N391, N397 და მიკროავტობუსები: N472, N532, N540, N541 მელიქიშვილის გამზირისა და ვარაზისხევის ქუჩის ნაცვლად, გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან და შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, ავტობუსები: N306, N310, N314, N326, N331, N337, N342, N352, N358, N378 და N391 რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, გადაადგილდებიან ვარაზისხევის ქუჩის, მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის საშუალებით. რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, მელიქიშვილის გამზირის ნაცვლად, ავტობუსები: N301, N345, N359, N388 და მიკროავტობუსი N540 კოსტავას ქუჩიდან მოძრაობას გმირთა მოედნის მიმართულებით განაგრძობს, საიდაც ვარაზისხევის ქუჩაზე გადაინაცვლებს და შემდეგ, ჭავჭავაძის გამზირის გავლით, დადგენილი სქემით იმოძრავებს. უკუმიმართულებისას, ავტობუსები ჭავჭავაძის გამზირიდან რუსთაველის გამზირისკენ მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გავლით გადაადგილდებიან, შემდეგ კი იმოძრავებენ დადგენილი სქემით. მიკროავტობუსი N478 - რჩეულიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, გმითა მოედნიდან გადავა ვარაზისხევის ქუჩაზე, შემდეგ კი მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გამოყენებით, დადგენილი სქემით იმოძრავებს. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, მიკროავტობუსი კოსტავას ქუჩის გავლით გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილდება და შემდეგ იმოძრავებს არსებული სქემით.
ტრამპმა გამოაქვეყნა ასდოლარიანი კუპიურის სურათი, რომელზეც მისი ხელმოწერაა გამოსახული
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)