|
2022-10-05 15:42:08, 1632 ნახვა
სამართალი
„რა თქმა უნდა, არ ვთვლი თავს დამნაშავედ“ - ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლოში მივიდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი მის სასამართლო სხდომაზე პირველად გამოჩნდა. ადგილზე იმყოფება მისი ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილიც. როგორც ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულმა ჩოგბურთელმაჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თავს დამნაშავედ არ გრძნობს. "კომენტარს გავაკეთებ ყველანაირი პროცესები რომ დამთავრდება. რა თქმა უნდა არ ვთვლი თავს დამნაშავედ. როგორც გითხარით, პროცესების შემდეგ გავაკეთებ კომენტარს",- განაცხადა ბასილაშვილმა. ცნობილი ჩოგბურთელი მოწმის სახით დაიკითხება. სასამართლოში იმყოფება მისი ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილიც, რომელიც ბასილაშვილს ძალადობაში ადანაშაულებს. ბასილაშვილი ბრალდებას არ აღიარებს. ცნობისთვის, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მოგვიანებით კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)