07:18 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-05 15:42:32, 1106 ნახვა

პოლიტიკა
დავითულიანი დეოლიგარქიზაციაზე - პირდაპირ ვამბობ ელჩის გასაგონადაც, კანონში არავის სახელი და გვარი არ ჩაიწერება

პირდაპირ ვამბობ ელჩის გასაგონადაც და ხალხისაც - შიგნით სახელი და გვარი არავისი არ ჩაიწერება, უკრაინული პრინციპით ვიხელმძღვანელებთ და ვინც მოყვება ამ სიაში, მოყვება,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისი თქმით, „ოპოზიციას უნდა, რომ სახელი და გვარი ბიძინა ივანიშვილი ჩაიწეროს კანონში და ეგეთი კანონი არ იწერება არცერთ ქვეყანაში, რომ სახელს და გვარს ეხებოდეს“.

„ოპოზიციას უნდა, რომ სახელი და გვარი ბიძინა ივანიშვილი ჩაიწეროს კანონში და ეგეთი კანონი არ იწერება არცერთ ქვეყანაში, რომ სახელს და გვარს ეხებოდეს. და უკრაინული კრიტერიუმებით, რაც ეხლა ვუყურებ, ბიძინა ივანიშვილს ერთადერთი კრიტერიუმი ეხება და 4-დან 3-ს უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი პირი, რომელიც ოლიგარქის სიაში შეიძლება, მოჰყვეს. პირდაპირ ვამბობ ელჩის გასაგონადაც და ხალხისაც - შიგნით სახელი და გვარი არავისი არ ჩაიწერება, უკრაინული პრინციპით ვიხელმძღვანელებთ და ვინც მოყვება ამ სიაში, მოყვება",- განაცხადა დავითულიანმა.

შეგახსენებთ იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის სტატუსი მიიღოს აუცილებელია შეასრულოს 12 პუნქტიანი გეგმა, მათ შორის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics