11:20 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-04 14:26:13, 1116 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის „საქართველოში ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა“ პრეზენტაცია გაიმართა. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ორწლიანი პროექტის მიზანს, რომელიც კონსორციუმის - COWI და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ განხორციელდება - ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავება, ნარჩენების მართვაში ტექნოლოგიური სისტემების დანერგვა და ცირკულარული ეკონომიკის მხარდაჭერა წარმოადგენს.

უწყების ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენლობის ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების სექტორის კოორდინატორის, ალექსანდრე დარასის განცხადებით, ორწლიანი პროექტის ფარგლებში, საქართველოში მნიშვნელოვანად გაუმჯობესდება ნარჩენების მართვის პრაქტიკა. პროექტის მოსალოდნელი შედეგი ნარჩენების დახარისხება/გადამუშავება/ხელახალი გამოყენება და საზოგადოებაში მწვანე ეკონომიკის კონცეფციის დანერგვის მხარდაჭერაა.

ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამ ქვეყანაში ნარჩენების ეროვნული პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციის პროცესი  მნიშვნელოვნად დააჩქარა. აღსანიშნავია, რომ ნარჩენების მართვის სექტორში საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო პარტნიორების და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

პროექტის განხილვას სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics