11:19 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-04 12:00:56, 793 ნახვა

საზოგადოება
შსს-მ, კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, ბათუმში სახალხო ღონისძიების შემდეგ სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლაში და N20 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შეხვდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანი იყო არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, მოზარდების ცნობიერების ამაღლება, როგორც საგზაო და სახანძრო, ასევე, სამოქალაქო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ.

საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოზარდებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგის შესახებ მათთვის საჭირო და აქტუალურ თემებზე: ბავშვთა უფლებები (ასაკის შესაბამისად), ნაადრევი ქორწინება, ბულინგი და ორგანიზებული დანაშაული.
ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამართალდამცველებმა მოსწავლეების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს და იმედი გამოთქვეს, რომ შეხვედრაზე დაწყებული მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება.

კამპანიას - „ემეგობრე პოლიციას“ განგრძობითი ხასიათი ექნება და საინფორმაციო შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით კიდევ ხუთი რეგიონის სხვადასხვა სკოლაში გაიმართება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics