13:18 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-04 10:28:37, 777 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა ჟურნალისტი, რომელმაც პირდაპირ ეთერში უკრაინაში შეჭრა გააპროტესტა

რუსი ჟურნალისტი, მარინა ოვსიანიკოვა, რომელმაც მარტში პირდაპირ ეთერში გააპროტესტა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა.

ოვსიანკოვას ყოფილი ქმრის თქმით, სასამართლომ ოვსიანკოვას შინაპატიმრობა შეუფარდა, რომლიდანაც ის ქალიშვილთან ერთად გაიქცა.

მისივე თქმით, ოჯახის ადგილსამყოფელი მისთვის უცნობი რჩება.

შეგახსენებთ, ოვსიანიკოვა საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი მარტში გახდა, როდესაც მან ხელი შეუშალა პირდაპირ სატელევიზიო მაუწყებლობას ომის საწინააღმდეგო პლაკატებით.იგი მცირე ხნით დააკავეს და შემდეგ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

მარტის პროტესტის შემდეგ, ოვსიანიკოვამ გარკვეული დრო საზღვარგარეთ გაატარა, მათ შორის უკრაინაში. ჟურნალისტმა ივლისის დასაწყისში განაცხადა, რომ ის რუსეთში ბრუნდებოდა შვილების მეურვეობის შესახებ დავის მოსაგვარებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics