07:17 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-03 20:47:51, 901 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა რაჭაშის რეგიონშიც განხორციელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ  განცხადება გააკეთა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა რაჭაშის რეგიონშიც განხორციელდება.

„ჩვენი მიზანია, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ყურძნის მოსავალის დაბინავების პრობლემა არცერთ მევენახეს არ შეექმნას და მათ შესაბამისი შემოსავალი მიიღონ. ასევე, მნიშვნელოვანია, რთველის პროცესში კერძო სექტორის მონაწილეობა, მეტი სტიმული მივცეთ კერძო საწარმოებს, სრულად შეიძინონ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მოწეული ყურძენი და სახელმწიფოს ჩართულობა ამ პროცესში მინიმუმამდე შემცირდეს. შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 7 ლარს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა  1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის - 4 ლარის ოდენობით. როგორც კახეთის, ისე რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც რთველი ორგანიზებულად და წარმატებულად ჩაივლის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აღსანიშნავია, რომ რთველი რაჭის რეგიონში ოქტომბრის პირველ ნახევარში დაიწყება და პროცესში 30-მდე კომპანია იქნება ჩართული. ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 1500-1700 ტონის ფარგლებშია. რთველი 2022-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბოლაურში ამოქმედდება რთველის საკოორდინაციო შტაბი. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics