08:30 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-01 09:43:21, 1603 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე „ოცნების“ 10 წლის თავზე - ძალამ, რომელმაც 2012 წელს ივანიშვილის ირგვლივ გაგვაერთიანა, მოიტანა გამარჯვება

ძალამ, რომელმაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაგვაერთიანა, მოიტანა გამარჯვების 10 წელი,- ასე ულოცავს თბილისის მერი, კახა კალაძე მოქალაქეებს „ქართული ოცნების"  ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლის თავს,

მისი თქმით, 1 ოქტომბერი ის თარიღია, რომლის უკანაც დგას ქართველი ხალხის ძალა.

„1 ოქტომბერი-თარიღი, რომლის უკან დგას ქართველი ხალხის ძალა, მისი ნება, იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამარჯვებული.

ძალამ, რომელმაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაგვაერთიანა, მოიტანა გამარჯვების 10 წელი.

ამ 10 წლის მანძილზე გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები ქვეყნის განვითარებისკენ, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისკენ, მშვიდობისკენ, ევროპული მომავლისკენ.

გილოცავთ დღევანდელ დღეს!",- წერს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 1 ოქტომბერს „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან 10 წელი გავიდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics