09:50 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-30 11:22:17, 894 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა სახალხო დამცველობის კანდიდატთა სია გამოაქვეყნა

საქართველოს პარლამენტმა ომბუდსმენის პოზიციაზე კანდიდატთა შერჩევის პროცესი დაასრულა. პოსტის დაკავების მსურველთა სია, რომელიც საკანონმდელო ორგანომ ცოტა ხნის გაასაჯაროვა, შემდეგნაირად გამოიყურება: 

1. ანა აბაშიძე - ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი

2. მარიკა არევაძე - საადვოკატო ბიუროს „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები“ ადვოკატი

3. გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე

4. ლელა გაფრინდაშვილი - ა(ა)იპ „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი

5. სოფიო დემეტრაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

6. თინათინ ერქვანია - GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი

7. ევგენია თავაძე - დროებით უმუშევარი

8. ალექსანდრე კობაიძე  - ა(ა)იპ „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია“ თავმჯდომარე

9. ლევან კოკორაშვილი  - ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე

10. ნუგზარ კოხრეიძე - ა(ა)იპ „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ თავმჯდომარე

11. გიორგი მარიამიძე - ა(ა)იპ „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი“ დამფუძნებელი, დირექტორი

12. სერგო მახარაძე - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი

13. მაკა  მინდიაშვილი - ა(ა)იპ „ხალხის ხმა“ დამფუძნებელი

14. ჯემალ ნათელაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

15. ნიკოლოზ ნიკოლაძე  - საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი

16. ქეთევან ჩაჩავა - ა(ა)იპ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ აღმასრულებელი დირექტორი

17. გიორგი ცობეხია - საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი

18. იაგო ხვიჩია  - საქართველოს პარლამეტის წევრი

19. ნაზი ჯანეზაშვილი  - ა(ა)იპ „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ დირექტორი

პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი დეკემბერში ღია კენჭისყრით  უნდა აირჩიოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics