|
2022-09-28 12:49:10, 856 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - თბილისისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რადგან ის იმსახურებს, რომ საუკეთესო იყოს
თბილისი იმსახურებს, რომ საუკეთესო იყოს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამჟამად საცობებთან დაკავშირებული დისკომფორტი არსებობს, მაგრამ ის თბილისისთვის და თბილისელებისთვის ყველაფერს გააკეთებს. „საცობებთან დაკავშირებით, ცხადია არსებობს დისკომფორტი, მაგრამ ამას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები - მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. როგორც ქალაქის მერს, გამიხარდებოდა, რომ ეს ქუჩები მოწესრიგებული ყოფილიყო და ისე გვიწევდეს რეფორმის განხორციელება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. თბილისისთვის ყველაფერს გავაკეთებ იმიტომ, რომ ამ ქალაქმა ძალიან ბევრი რამ მომცა. ჩემი წარმატება ზუსტად აქედან დაიწყო და ის იმსახურებს, რომ იყოს საუკეთესო, ყველანაირად მოწესრიგებული. ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები თავს კომფორტულად უნდა გრძნობდნენ, ამაყობდნენ თავიანთი უბნებით და ქუჩებით, მოწესრიგებული რეკრეაციული სივრცეებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დედაქალაქის მერიას აქვს მზაობა, რომ ქალაქი სხვადასხვა პროექტების შედეგად განვითარდეს და მოწესრიგდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)