|
2022-09-28 11:59:30, 734 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე შვეიცარიის გენერალურ პროკურორს სტეფან ბლატლერს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე შვეიცარიის გენერალურ პროკურორს სტეფან ბლატლერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. შეხვედრას, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და შვეიცარიის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და სამომავლო ურთიერთობის მზაობას. „ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მეძლევა შესაძლებლობა, დავესწრო სესიებს სხვადასხვა თემების შესახებ. ძალიან კმაყოფილი ვარ კონფერენციის ორგანიზებით, მით უფრო იმიტომ, რომ პანდემიის გამო, ასეთი კონფერენციების ჩატარების შესაძლებლობა ბოლო რამდენიმე წელი არ გვქონია“, - განაცხადა შვეიცარიის გენერალურმა პროკურორმა. „შვეიცარიის გენერალური პროკურორი სტეფან ბლატლერი საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფება. საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე - "გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები" მასპინძლობს“, - ნათქვამია განცხადებაში. თბილისში, მიმდინარე პროკურორთა საერთაშორისო ოთხდღიან კონფერენციას 65 ქვეყნის 400 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)