|
2022-09-28 11:25:14, 775 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ UNICEF-ის ორგანიზებით მოსამართლეებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი, მსხვერპლი და დაზარალებული ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის მხარდასაჭერად მოსამართლეებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მიზანს ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის საქმიანობის პროცესის მიმოხილვა, მიღწეული შედეგებისა და გამოვლენილი გამოწვევების ირგვლივ მსჯელობა წარმოადგენდა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ცენტრში არსებული გარემო ხელს უწყობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და ბავშვის უფლებათა კოდექსის პრინციპების მაღალი სტანდარტით დაცვას სამართალწარმოების ეტაპზე. შეხვედრის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში დოქტორმა - ღასან ხალილმა, ესტონეთის ელჩმა საქართველოში - რიინა კალიურანდმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ და მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს მოადგილემ, ელისო შონიამ. სამუშაო შეხვედრაზე გაეროს ბავშვთა ფონდისა და უწყებების წარმომადგენლებმა ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის მუშაობის პროცესში დაიდენტიფიცირებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის სამართლებრივ და პრაქტიკულ ასპექტებზე იმსჯელეს და სამომავლო ნაბიჯებზეც შეთანხმდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)