|
2022-09-27 12:41:00, 508 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენცია მიმდინარეობს
თბილისში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენცია „გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები" მიმდინარეობს. კონფერენციას, რომელიც 25-29 სექტემბერს იმართება, საქართველოს პროკურატურა მასპინძლობს. კონფერენციის მეორე დღეს, სესიები და ვორქშოფები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმართება, როგორიცაა: ომის დანაშაულებზე ეფექტური რეაგირება, კიბერ დანაშაულის ტიპოლოგიების ევოლუცია და ა.შ. მათივე ცნობით, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ორმხრივ შეხვედრებს მართავს სხვადასხვა ქვეყნის გენერალურ პროკურორებთან და უწყებების წარმომადგენლებთან. კონფერენციას 60 ქვეყნის 300 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)