12:10 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-26 18:17:21, 1216 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - „ნაცმოძრაობას“ არ ჰყავს მომავალზე ორიენტირებული ლიდერები, ეს პარტია ანტიპოლიტიკურ მოძრაობად ჩამოყალიბდა

მთავარი პრობლემა „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც აქვს გახლავთ ის, რომ პარტიას არ აქვს დღის წესრიგი, არ აქვს სამოქმედო გეგმა, არ ჰყავს ლიდერები, რომლებიც მომავალზე არიან ორიენტირებულები. ეს პარტია საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა, როგორც დესტრუქციული, ანტისაზოგადოებრივი და ანტიპოლიტიკური მოძრაობა - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს, გავლენების გადანაწილების პროცესს უწოდებს და აცხადებს, რომ კეზერაშვილის საკითხის გააქტიურებაც სწორედ მათი პარტიის შიგნით დაგეგმილი პროცესია.

„ეს არის გავლენების გადანაწილების პროცესი, მინიმუმ სამ პოლიტიკურ ჯგუფს შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით. როცა ვამბობთ გავლენას, ამაში იგულისხმება პარტიული ფული და მედია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკონტროლებს. ამ გადანაწილების პროცესის მომსწრეა ჩვენი საზოგადოება. თუ დანაშაული გაქვს ჩადენილი ან უნდა ამოეფარო პარტიას, ან უნდა ამოეფარო მედიას და ჰგონიათ, რომ ასე უფრო დაცულები იქნებიან. არ არის გამორიცხული, რომ კეზერაშვილის საკითხის გააქტიურება ეს არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დაგეგმილი პროცესი და რა თქმა უნდა კეზერაშვილის გადანაწილებაზეც მიდის ამ ჯგუფებს შორის „ბრძოლა“, სინამდვილეში ბრძოლა გავლენებისთვის უკავშირდება პარტიულ ფულს და პარტიულ მედიას“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics