|
2022-09-26 17:52:45, 1123 ნახვა
საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი - საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი მიმდინარეობს დადგენილი წესების შესაბამისად
საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი მიმდინარეობს დადგენილი წესების შესაბამისად, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული დატვირთვის პირობებში მუშაობს. „ყველა ვხედავთ, რომ ქვეყანაში გაზრდილია, როგორც შემომსვლელთა, ისე ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა. თითოეული უწყება, რომელიც პასუხისმგებელია საზღვრის კვეთაზე მუშაობს ძალიან აქტიურად. ბუნებრივია, გაზრდილი ნაკადებიდან გამომდინარე, უფრო მეტი დატვირთვით, ვიდრე ეს აქამდე ხორციელდებოდა. საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი ხორციელდება იმ წესების მიხედვით, რა წესებიც არის დადგენილი. ეს ნიშნავს, რომ გამშვებ პუნქტებზე ხორციელდება შესაბამისი ანალიზი და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გადაწყვეტილების მიღება, ამა თუ იმ პირთან მიმართებით. შესაბამისად, ცვლილება არის ის, რომ გაიზარდა დატვირთვა ყველა იმ უწყების, რომელიც აქტიურად აკონტროლებს საზღვრის კვეთის მაჩვენებელს და პასუხისმგებელია, როგორც უსაფრთხოებაზე, ასევე, ფისკალურ წესრიგზე, ქვეყნის ფისკალურ უსაფრთხოებაზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)