16:04 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-26 10:16:45, 1605 ნახვა

მსოფლიო
The New York Times - პუტინმა, შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ამზადებს ასეთ დარტყმას. ამის შესახებ New York Times წერს .

აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, პუტინმა შესაძლოა გამოიყენოს ბირთვული იარაღი შავ ზღვაზე, ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში ან უკრაინაში საჩვენებელი აფეთქების დროს. 

ექსპერტები თვლიან, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ამას გადაწყვეტს, თუ გავითვალისწინებთ დასავლეთისა და მოსკოვის მოკავშირეების, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი. ამ უკანასკნელებმა უხეშად გააკრიტიკეს რუსი დიქტატორის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება.

ცნობისთვის, 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბირთვულ იარაღზე საუბრისას განაცხადა, რომ  გამოიყენებს ყველა შესაძლო საშუალებას  რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის სავარაუდო საფრთხის შემთხვევაში.

შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში "კატასტროფული შედეგების შესახებ".

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბირთვული მუქარა ბლეფი კი არა, შანტაჟის პირველი ნაბიჯებია. მისი თქმით, მსოფლიო ახლა აგრესორი სახელმწიფოს მეთაურს აკავებს და მასზე ზეწოლა უნდა გააგრძელოს და არ მისცეს მას მსგავსი რიტორიკის გამოყენების უფლება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics