13:14 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-23 21:45:41, 1474 ნახვა

პოლიტიკა
კადიროვი - ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გაწვევის გეგმა 254%-ით, ზედმეტად შესრულდა

ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გაწვევის გეგმა 254%-ით, ზედმეტად შესრულდა. - ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, გაწვეული სამხედროების გარდა, ჩეჩნეთში მოხალისეთა რეზერვიც არსებობს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სამშობლოს აუცილებლად დაეხმარება.

"ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გაწვევის გეგმა 254%-ით, ზედმეტად შესრულდა. სამხედრო კომისარიატში ყველა აპლიკანტი გამოცხადდა. ხელისუფლებამ ეს მექანიზმი თავიდანვე შეიმუშავა, ჯერ კიდევ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამდე. გარდა ამისა, რესპუბლიკას ჰყავს ათასობით მოხალისის რეზერვი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შეძლებენ შეუერთდნენ სამშობლოს დამცველთა რიგებს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics