|
2022-09-23 15:48:45, 1243 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი - გამოცდილების დაგროვების შემდეგ, სოციალურად დაუცველ პირებზე მოხდება ღია შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების შეთავაზება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი პარლამენტში, პარტია „საქართველოსთვის“ და ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელის“ მიწვევით, ინტერპელაციის წესით იმყოფება და საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამის შესახებ დეპუტატების კითხვებს პასუხობს. კითხვაზე, თუ რამდენად ხორციელდება ამ პროგრამის ფარგლებში დასაქმებული პირების მიერ იმ უნარ-ჩვევების შეძენა, რომელიც მომავალში მათ დაეხმარებათ დასაქმდნენ კერძო სექტორში, მინისტრმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმება განსაკუთრებით ეფექტურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სამუშაო სტაჟის ხანგრძლივი წყვეტა აქვს. „ასეთი ტიპის სამუშაოები პროგრამის მოსარგებლეს ეხმარება დაძლიოს სამუშაოს დაწყების შიში და გადალახოს ყველა ის ბარიერი, რასაც ხანგრძლივი უმუშევრობა წარმოქმნის. ამასთანავე, პირი იძენს უნარებს, სამუშაო გამოცდილებას და აგროვებს სამუშაო სტაჟს. გამოცდილების დაგროვების შემდეგ, სოციალურად დაუცველ პირებზე მოხდება იმ ვაკანსიების შეთავაზება, რომელიც თავისი შინაარსით არ მოითხოვს პროფესიულ ან უმაღლეს განათლებას და იმ დროისთვის ხელმისაწვდომი იქნება ღია შრომის ბაზარზე “, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ დასაქმების სააგენტოში, კერძო სექტორიდან შემოსული ვაკანსიების 52% დაბალკვალიფიციური მუშახელისთვის არის განკუთვნილი, საშუალო ანაზღაურება კი 525 ლარს შეადგენს. მინისტრის თქმით, იმ პირებს, ვისაც ღია შრომის ბაზარზე, შედარებით მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებზე სურთ დასაქმება, სააგენტო პროფესიული გადამზადების კურსებს სთავაზობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)