|
2022-09-23 15:02:27, 1532 ნახვა
საზოგადოება
ალგეთის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის საშენი მოეწყობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს ინიციატივითა და შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის, კეთილშობილი ირმის საშენის მოწყობა იგეგმება. ალგეთის ეროვნული პარკში სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, პოპულაციის აღდგენის გზები განიხილეს და ადგილზე დაათვალიერეს ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება ველურ ბუნებასთან ინტეგრირებული საშენის მოწყობა. შეხვედრას სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს და თბილისის ზოოპარკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ევრაზიის კონტინენტზე არსებული კეთილშობილი ირმის სახეობებიდან გადაშენება ემუქრება მხოლოდ კავკასიურ ქვესახეობას, რაც ათეული წლების განმავლობაში მიმდინარე ბრაკონიერობის შედეგია. დღეს საქართველოში ირმის მხოლოდ სამი მცირე პოპულაცია არსებობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის, ლაგოდეხის ნაკრძალისა და გარდაბნის აღკვეთილის პოპულაციების სახით, რომლებიც ერთმანეთისგან მოწყვეტილია, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. სწორედ ამიტომ, ალგეთის ეროვნული პარკის ვრცელ ტერიტორიაზე (8000ჰა) კეთილშობილი ირმის ველური პოპულაციის შეიქმნება, რის შედეგადაც იგი გეოგრაფიულად დაუახლოვდება სხვა არსებულ პოპულაციებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)