19:58 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-23 09:54:22, 1210 ნახვა

მსოფლიო
ოკუპანტები უკრაინის 4 ოლქში დღეს „რეფერენდუმს” ჩაატარებენ

ოკუპანტი რუსეთი უკრაინის 4 ოლქში დღეს ე.წ "რეფერენდუმს" ჩაატარებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "როიტერი" ავრცელებს.

კენჭისყრა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ოლქების "რუსეთთან მიერთებას გულისხმობს.

სააგენტო წერს, რომ დონეცკსა და ლუგანსკში მოსახლეობას მხოლოდ ერთ შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა: „მხარს უჭერთ თუ არა, რესპუბლიკის შესვლას რუსეთში ფედერაციის სუბიექტის სახით?“

ხერსონსა და ზაპოროჟიეში კი, სამი შეკითხვა იქნება გატანილი ე.წ. რეფერენდუმზე: „გსურთ თუ არა, უკრაინისგან გამოყოფა, დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა და რუსეთთან შეერთება?“

ამასთან აღსანიშნავია, რომ ე.წ. "რეფერენდუმის" შედეგებს არ ცნობს საერთაშორისო თანამეგობრობა. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რეფერენდუმები არის პასუხი ზელენსკის მოწოდებაზე - "რუსებმა დატოვონ უკრაინა!''. 

ოფიციალური კიევი კი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ყველა ქმედება, მიითვისოს სუვერენული ქვეყნის ტერიტორიები, კრახით დასრულდება.

რეფერენდუმის ჩატარება  23-27 სექტემბერს იგეგმება.

ამასთან, 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics