14:26 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-22 17:51:17, 1251 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი - ძეგლთა დაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს, ზოგი რეპრესიებს უწოდებს

ძეგლთა დაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს, ზოგი რეპრესიებს უწოდებს. - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, 4 საქმეზე დამდგარია უკვე გადაწყვეტილება და ოთხივე გადაწყვეტილება არის სამინისტროს სასარგებლოდ.

"ძეგლთა დაცვის სისტემაში სერიოზული რეფორმა განხორციელდა. ზოგი ამას რეპრესიებს უწოდებს, ორივე რ-ზე იწყება, არა უშავს. რეფორმა გულისხმობს იმას, რომ ის ადამიანები, ვინც ნეპოტიზმით, უცოდინარობის მიუხედავად, მუშაობდნენ სისტემაში, ჩვენ მათ დავემშვიდობეთ, დიახ, ეს არის ასე.
სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, 4 საქმეზე დამდგარია უკვე გადაწყვეტილება და ოთხივე გადაწყვეტილება არის სამინისტროს სასარგებლოდ, უარია ნათქვამი სამსახურში აღდგენაზე". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენენთ, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მოსმენა „მინისტრის საათის“ ფორმატში მიმდინარეობს. მინისტრის მოხსენების შემდეგ კითხვა-პასუხისა და დებატების პროცედურა გაიმართება.

„მინისტრის საათი“ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმია, რომელიც მთავრობის წევრის მიერ წელიწადში ერთხელ პლენარულ სხდომაზე მისვლას და სამთავრობო პროგრამის შესაბამისი მიმართულების შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics