|
2022-09-22 10:56:53, 1155 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სახიფათო ნარჩენების მართვის საკითხები განიხილეს
სახიფათო ნარჩენების მართვის საკითხები განიხილა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს, ალექსანდრე დარასთან და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორ კატარინა ბიორლინ ჰანსენთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. ევროკავშირისა და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით, ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მიმდინარეობს მუშაობა სახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტის მოწყობის მიმართულებით. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყანაში სახიფათო ნარჩენების მართვის სისტემის ჩამოყალიბებას და სუფთა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას. მინისტრის მოადგილემ საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და ახალი სამოქმედო გეგმა დამტკიცდა, რომელშიც ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის არსებულ ცხრა მიზანს ოთხი ახალი სტრატეგიული მიზანი, მათ შორის, სახიფათო ნარჩენების მართვის გაუმჯობესება დაემატა. „სახიფათო ნარჩენების მართვა ნარჩენების მართვის ახალი ეროვნული გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. სახიფათო ნარჩენების მართვის პროცესში აუცილებელია ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის არსებობა. ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა და სამინისტროების აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა აღნიშნა, რომ სახიფათო ნარჩენების მართვა მდგრადი გარემოს უზრუნველყოფის მთავარი წინაპირობაა. შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)